ლიგის თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
17 ივნისი 2018

ლიგის თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია!

დღეს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ლიგის თასის 1/8 ფინალური  ეტაპის შეხვედრებს  უმასპინძლა, რომელიც სენსაციებით დატვირთული აღმოჩნდა. 

დასკვნით შეხვედრაში სუპერლიგის რეგულარული სეზონის გამარჯვებული თსუ-ჰიუნდაი პლეი-ოფს მიღმა დარჩენილ ტვ იმედის გუნდს  დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. 

 რაც შეეხება სხვა შეხვედრებს ოქროს ლიგის ნახევარფინალისტმა, თბილისის  სატრანსპორტო კომპანიამ, ვერცხლის ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდთან  ავერსთან დათმო უმძიმეს  ბრძოლაში 1:2.

 ვითიბი ბანკმა დიდი ანგარიშით 9:0 დაამარცხა McGill - ეს იურისტების პირველი მარცხია  მიმდინარე სეზონში. დიდი ანგარიშით იმარჯვა  ნატახტარმა, რომელმაც ელიტა ბურჯს  7:3 მოუგო, მომდევნო  ეტაპზე  ითამაშებს პსპ, რომელსაც თელავის ბარიერის  გადალახვა  არ  გასჭირვებია 7:1. სენსაციური შედეგით დასრულდა ევროპაბეთისა და საქართველოს  ფოსტის დაპირისპირება, ბრინჯაოს  ლიგაში  მოასპარეზე „ბუკმეიკერებმა“ 4:0 გაანადგურეს  „ფოსტალიონები“.

ოქროს  ლიგის კიდევ ერთი გუნდი დარჩა მეოთხედფინალს მიღმა- ბაქსვუდმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდთან ფრედ დასრულებული ძირითადი  და  დამატებითი დროის შემდეგ მომდევნო ეტაპის საგზური შვიდ მეტრიანების სერიაში დათმო 1:3.

გუნდები 1/4  ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

ვითიბი - ავერსი

ნატახტარი - პატრული

SSPS - ევროპაბეთი

პსპ - თსუ-ჰიუნდაი 

ლიგის  თასის მეოთხედფინალური ეტაპის  მატჩები 8 ივლისს გაიმართება.

 

 



  © SBM, 2016-2024