11 დეკემბერს კორპორატიული ლიგის გუნდები ითამაშებენ

ყველა სიახლე
09 დეკემბერი 2016

11 დეკემბერს კორპორატიული ლიგის გუნდები ითამაშებენ

11 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. კალენდარული ტურის შეხვედრებს კორპორატიული ლიგის გუნდები გამართავენ.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის მეხუთე ტურის დაპირისპირებებით აიღებს სტარტს. ტური დომინოს პიცისა და ავერსის გუნდების შეხვედრით დაიწყება. მომდევნო შეხვედრაში ე.წ „საბანკო დერბი“ გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ლიბერთი ბანკი და ბანკი რესპუბლიკა დაუპირისპირდებიან. სატურნირო თვალსაზრისით კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება გაიმართება, საქრუსენერგოსა და შემოსავლების სამსახურის გუნდებს შორის. ორივე მათგანი, ავერსთან და ლიბერთი ბანკთან ერთად 6-6 ქულით 4-7 პოზიციებს იკავებენ, შესაბამისად უშუალო კონკურენტთან მოპოვებულ ქულებს დამატებითი მნიშვნელობაც ახლავს თან. რაც შეეხება ზედა სამეულის გუნდებს, ბაქსვუდი აჭარა ჯგუფს დაუპირისპირდება, საქართველოს ბანკი სავაჭრო ცენტრ „კუბიკის“ საკმაოდ სიმპატიურ გუნდთან გამართავს თავის შეხვედრას, ევროპაბეთის მეტოქე  კი ელიტა ბურჯი იქნება.

11.12.2016. ვერცხლის ლიგა. V ტური

11:00 დომინო’ს პიცა - ავერსი

12:00 ლიბერთი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა

13:00 საქრუსენერგო - RS

14:00 ბაქსვუდი - აჭარა ჯგუფი

15:00 საქართველოს ბანკი - კუბიკი

18:00 ევროპაბეთი - ელიტა ბურჯი

 

მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაში. სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი, საპატრულო პოლიციის გუნდი ჯერ-ჯერობით უქულოდ მყოფ თბილისის მერიის გუნდს დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრაში ნატახტარი კიდევ ერთ აუტსაიდერს, თავდაცვის სამინისტროს გუნდ სარანგს ეთამაშება. ამის შემდეგ ტურის ორი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართება. საქართველოს ფოსტა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდთან ითამაშებს. ტურს MENU.GE-სა და ვითიბი ბანკის გუნდების შეხვედრა დაასრულებს.

11.12.2016. ოქროს ლიგა. IV ტური

16:00 თბილისის მერია - პატრული

17:00 ნატახტარი - სარანგი

19:00 საქართველოს ფოსტა - TTC

20:00 GWP - სფფ-2

21:00 MENU.GE - ვითიბი ბანკი

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024