სუპერლიგის 1/4ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
15 აპრილი 2018

სუპერლიგის 1/4ფინალური წყვილები ცნობილია!

 თბილისის  ოლიმპიურმა  სასახლემ  სუპერლიგისა და  ვერცხლის ლიგის  რეგულარული  ჩემპიონატის  დასკვნით  მეცხრე  ტურს  უმასპინძლა.

 სუპერლიგის წრიული  ეტაპი   საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციისა და  და თსუ-ჰიუნდაის შეხვედრით  დასრულდა. რომელშიც  სტუდენტებმა  5:4  დაამარცხეს  მეტოქე  და  რეგულარული  ჩემპიონატი  პირველ  ადგილზე  დაასრულეს.  

აღნიშნული  შეხვედრის  დასრულების  შემდეგ  ცნობილი გახდა   თუ  როგორ  დაწყვილდებიან  გუნდები  ¼ ფინალში:   თსუ საქართველოს  უნივერსიტეტს  დაუპირისპირდება,  ნატახტარი  აჭარასპსპ  ძალებს  კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტთან  მოსინჯავს, ხოლო  სფფ მაუდს  შეხვდება.    

Sbm.ge გთავაზობთ   მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

 ლუკა  თავზარაშვილი, თსუ-ჰიუნდაი: “პირველ  რიგში  მინდა  ვთქვა, რომ  ყველა  გუნდი, რომელიც  პლეი-ოფში  თამაშობს ძალიან ძლიერია, ყველასთან  მოგვიწია  თამაში და ადვილი შეხვედრა არავისთან არ  ყოფილა, შესაბამისად  ველოდებით, რომ ძალიან  დაძაბული ტურნირი  უნდა  იყოს.  მაქსიმალურად  ვემზადებით,  ჩვენი მიზანია რომ  ჩემპიონები  გავხდეთ.“ 

პირველი 1/4 ფინალური  შეხვედრები 29 აპრილს გაიმართება.

 



  © SBM, 2016-2024