საპლეიოფო ინტრიგა ოქროს და ბრინჯაოს ლიგაში შენარჩუნებულია!

ყველა სიახლე
01 აპრილი 2018

საპლეიოფო ინტრიგა ოქროს და ბრინჯაოს ლიგაში შენარჩუნებულია!

ახალი თბილისის ფრენბურთის  არენამ  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  VIII ტურს უმასპინძლა.  ერთმანეთს  ოქროსა და  ბრინჯაოს  ლიგის  გუნდები დაუპირისპირდნენ.   

საინტერესო და დაძაბული გამოდგა  დღის  დასკვნითი  შეხვედრა  საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციასა და არმიას  შორის, მატჩი  სფფ-ს გამარჯვებით 5:3 დასრულდა და ამ  მოგებით ფედერაციამ აქტივში  მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

ლოგიკური  შედეგით  დასრულდა შეხვედრა McGill-სა და ტერაბანკს  შორის. ბრინჯაოს  ლიგის   სატურნირო  ცხრილის  ლიდერმა მარტივად 8:0 დაამარცხა" ბანკირები" და ლიგის ლიდერის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა.

დღის  მორიგ  შეხვედრაში ილტმორმა ნაბეღლავს დამაჯერებლად  10:5 მოუგო. 

დაძაბული და  სანახობრივი  გამოდგა  დღის ცენტრალური  შეხვედრა პატრულსა და პსპ-ს  შორის, რომელიც  გატანილი  გოლების გარეში ფრედ 0:0 დასრულდა.  პსპ ოქროს  ლიგის  სატურნირო  ცხრილს 17 ქულით ლიდერობს   პატრული  კი ცხრილში 14  ქულით  მესამე  ადგილზეა. 

საქართველოს  ფოსტამ კი ვითიბი ბანკთან  უმნიშვნელოვანესი ქულები  მოიპოვა. მათ  მეტოქე  2:1 დაამარცხეს და შეიძლება  ითქვას  რომ ამ გამარჯვებით  პლეი-ოფისკენ  მნიშვნელოვანი  ნაბიჯები  გადადგეს.      

ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის  მორიგი ტური  ოლიმპიურ  სასახლეში  15 აპრილს ჩატარდება.  



  © SBM, 2016-2024