McGill - ბილტმორი 1:1. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
18 მარტი 2018

McGill - ბილტმორი 1:1. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესისი  ჩემპიონთა  ლიგის   მორიგი  სათამაშო  დღე  მიმიდნარეობს,   ერთმანეთს  ოქროსა და  ბრინჯაოს  ლიგის  გუნდები  ხვდებიან. VII ტურმა  სტარტი ბრინჯაოს  ლიგის  გუნდების McGill-სა და ბილტმორის დაპირისპირებით აიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.  ანგარიში    მეათე  წუთზე  McGill-ს მოთამაშემ გიორგი ჯინჭველაშვილმა  გახსნა, ხოლო  38  წუთზე   ერეკლე  ასათაშვილმა  წონასწორობა  აღადგინა   და  საკუთარი  გუნდს  ქულა  მოუტანა. 

ბრინჯაოს  ლიგის  სატურნირო  ცხრილის  სათავეში  19  ქულით McGill,  რომელსაც  ერთი ქულით   კროკობეთი  ჩამორჩება,  ბილტმორი კი  14  ქულით  მესამე  პოზიციას  იკავებს. 

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს 

ალექსი  ჯავახიშვილი,  McGill: „რთული   თამაში  იყო,  მოწინააღმდეგე  კარგი  გუნდია. ჩვენ,  ჩვენი  თამაში  ვითამაშეთ, მაგრამ  დაღლილობისა და   შეცდომების  გამო  ბოლო  წუთებზე  გავუშვით საპასუხო  ბურთი,  რაც  მთავარია ჯერჯერობით ვინარჩუნებთ პირველობას  და  ვთამაშობთ  სიამოვნებისთვის.   დაგვაკლდა  აზროვნება  და   მოძრაობა რომ გამარჯვების  ქულა  მოგვეპოვებინა.“

 ერეკლე  ასათაშვილი,  ბილტმორი: „ საკმაოდ  დაძaბული  შეხვედრა  გამოვიდა,   უნდა  აღინიშნოს  მოწინააღმდეგე  გუნდის   მეკარის  შესანიშნავი  თამაში,  ბოლო წუთებამდე  ძალიან  გვიჭირდა გოლის  გატანა,  სამწუხაროდ  არ  გაგვიმართლა  ბევრ  მომენტებში, დიდი  მადლობა  მინდა  გადავუხადო  მოწინააღმდეგე  გუნდს.  რაც  შეეხება  სატურნირო  ცხრილს ძალიან  დაძაბული  მდგომარეობაა, დაგვრჩა  თამაშები  ლიდერებთან, ჩვენი  მიზანი  ჯგუფურ  ეტაპზე  პირველი  ადგილია   და  იმედია   მივაღწავთ   დასახულ  მიზანს.“

 



  © SBM, 2016-2024