მფკ ნატახტარი-სფფ 4:3.სერიაში ანგარიში გათანაბრდა

ყველა სიახლე
25 ივნისი 2017

მფკ ნატახტარი-სფფ 4:3.სერიაში ანგარიში გათანაბრდა

სუპერლიგა A-ს  ნახევარფინალური  სერიის  მეორე  შეხვედრა  მფკ ნატახტარსა  და  სფფ-ს  შორის  4:3  მფკ ნატახტარის  გამარჯვებით  დასრულდა.  ამ  მოგებით    ნატახატრმა სერიის  ანგარიში   გაათანაბრა  და  ფინალისტის  ვინაობას  მესამე  გადამწყვეტი შეხვედრა გადაწყვეტს.   სერიის  პირველი მატჩი   სფფ-მ  3:1  მოიგო. შეგახსენებთ, რომ   სუპერლიგა A-ს  ფინალში თამაშის უფლება მოპოვებული  პსპ-ს . 

გიორგი  დემეტრაძე,  სფფ: "ძალიან  კარგია  რომ  ტურნირი  ყოველწლიურად  ტარდება,  დღევანდელი  შეხვედრა მინი  ფეხბურთის  გულშემატკივარისთვის  ოპტიმალური  შედეგით  დასრულდა, რადგან  გათანაბრდა  ანგარიში და  საჭირო  მესამე  თამაშის  დანიშვნა  გახდა,  მოვემზადებით  შემდეგი  გადამწყვეტი  თამაშისთვის  და  ვეცდებით  გამარჯვება  მოვიპოვოთ.  ძალიან  კარგი  გუნდია  ჩვენი  მეტოქე  მაგრამ   ვნახოთ  მესამე  მატჩი გადაწყვეტს  ყველაფერს.  

რევაზ  ინჯგია, მფკ ნატახტარი: "ძლიერი  ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს  ვეთამაშეთ,  კარგი გუნდია  სფფ-ი, მესამე თამაში  გადაწყვეტს  ყველაფერს.  მე ჩემს  გუნდს  ვუსურვებ წარმატებას, გამარჯვებას  სამ  მატჩიან  შეხვედრაში და  რაც  მთავარია  შემდეგ  ეტაპზე  გასვლას.  

 



  © SBM, 2016-2024