ახალგაზრდული ლიგის ფინალური სერია "გრანდ ავლაბრის" მოგებით დაიწყო!

ყველა სიახლე
12 მაისი 2024

ახალგაზრდული ლიგის ფინალური სერია

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში "გრანდ ავლაბარსა" და "სასკოლო ლიგის აკადემიას" შორის პირველი ფინალური დაპირისპირება გაიმართა. "გრანდ ავლაბარმა" სანახაობრივ მატჩში 5-3 იმარჯვა და საჩემპიონო სერიაში დაწინაურდა. 

სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართული შეხვედრა თავიდანვე "გრანდ ავლაბრის" უპირატესობით წარიმართა - მესამე და მეთოთხმეტე წუთზე გატანილი გოლებით ტაიმი 2-0 დასრულდა. მეორე ნახევარში გუნდებმა სამ-სამი გოლი გაიტანეს, მაგრამ "ს.ლ. აკადემიამ" ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლო და პირველ მატჩში დამარცხა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლით გიორგი ქსოვრელი გამოიჩა, საუკეთესო კი არა ერთი მოგერებული ბურთით მეკარე ვახო შათირიშვილი იყო. მეტოქე გუნდის რიგებიდან ორი გოლი ლევან გუგუციძემ გაქვითა. 

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ვახო შათირიშვილი, გრანდ ავლაბარი: "კარგი თამაში იყო. ეს ჩვენი გუნდის მაქსიმუმი არ იყო. შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩემი გუნდელები ბურთთან ძალიან ახლოს არიან, ამის ხარჯზე მოპოვებული უპირატესობა გამოვიყენეთ და გოლებში ავსახეთ. კარგი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ უფრო დალაგებულად ვთამაშობთ, ამიტომ მგონია, რომ გავიმარჯვებთ, თუმცა გამორიცხული არაფერია, მათაც შეუძლიათ მოგება თუ კარგად მოემზადებიან. ვფიქრობ, დღეს პირველი ტაიმი უფრო დაძაბული იყო. პირველი გოლი როგორც კი გავიტანეთ, თამაში შეიცვალა, რამაც ჩვენი გამარჯვება გამოიწვია".

ლევან გუგუციძე, ს.ლ. აკადემია: "ძალიან კარგი და დაძაბული თამაში იყო. დიდი გამოცდილება მივიღეთ. ჯერ პირველი თამაში იყო, ყველაფერი წინ არის. ვიცოდით, რომ ფინალში კარგი გუნდი შეგხვდებოდა და ღირსეულ წინააღმდეგობას გაგვიწევდა. ჩვენც ნორმალურად ვითამაშეთ. უფრო მეტს შევძლებთ. დღეს ალბათ უფრო გამძლეობა დაგვაკლდა, სწრაფი ტემპი იყო. შემდეგზე უფრო გუნდურები და შეთამაშებულები ვიქნებით. იმედია, კარგ შედეგს დავდებთ".

"გრანდ ავლაბარსა" და "ს.ლ. აკადემიას" შორის საჩემპიონო სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება. 



  © SBM, 2016-2024