"უკრაინა" და "არმია" ფინალში მოსახვედრად იბრძოლებენ!

ყველა სიახლე
14 აპრილი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონში გრანდ ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. „არმიამ“ „ინვესტორსაინი“ მეორე შეხვედრაშიც დამაჯერებლად დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

„ძალოვნებმა“ საპასუხო მატჩში 5-0 იმარჯვეს. პირველი ტაიმი „არმიამ“ სამი უპასუხო გოლით მოიგო. თამაშის დასრულებამდე კი სხვაობა ხუთამდე გაიზარდა. გამარჯვებულთა რიგებიდან დუბლი მამუკა ამაშუკელმა გაიფორმა.

„უკრაინამ“ „ელპოზოს“ 4-1 სძლია და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. საწყის ტაიმში მიღებულ სამ ბურთს „ელპოზომ“ ოცდამეცამეტე წუთზე პრესტიჟის გოლით უპასუხა. საბოლოო ანგარიში ლევან ჩიხრაძემ ბოლო წუთებზე დააფიქსირა.

შედეგად, გრანდ ლიგის ნახევარფინალური წყვილები შემდეგნაირია: „ბაქსვუდი“ VS „McGill”, „უკრაინა“ VS „არმია“.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლას გუნდები 28 აპრილს დაიწყებენ.



  © SBM, 2016-2024