გრანდ ლიგის ნახევარფინალში "ბაქსვუდს" "McGill" დაუპირისპირდება!

ყველა სიახლე
14 აპრილი 2024

გრანდ ლიგის ნახევარფინალში

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.

სათამაშო დღე გრანდ ლიგით დაიწყო. „მაკგილმა“ „ავერსი“ საპასუხო მატჩში 5-2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. „იურისტებმა“ საწყისი ტაიმის ორი უპასუხო გოლით მოიგეს. ოცდამეშვიდე წუთზე სხვაობა კიდევ გაიზარდა (3-0). პაატა ლეჟავამ ორი ბურთის გაქვითვა შეძლო, მაგრამ თამაშის მიწურულს მეტოქემ კომფორტული უპირატესობა დაიბრუნა. შეხვედრაში დუბლით და საგოლე გადაცემით ნიკა ნანობაშვილი და არჩილ კელიხაშვილი გამოირჩნენ.

„მაკგილის“ მომდევნო მეტოქე გრანდ ლიგაში „ბაქსვუდი“ იქნება, რომელმაც რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ავტომატურად კვალიფიცირდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკა ნანობაშვილი, McGill: „მადლობა მინდა გადავუხადო მეტოქეს. პირველი თამაშიც საინტერესო იყო. თავიდან კარგად წაგვივიდა, პენალტის შემდეგ ცოტა დაიძაბა. შემდეგ უკვე მეოთხე გოლმა გადაწყვიტა თამაშის ბედი და ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა ყველაფერი. „ბაქსვუდი“ ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ მათთან, შეიძლება ითქვას არ გაგვიმართლა, ვეცდებით გამოვასწოროთ ის შედეგი და ამჯერად გავიმარჯვოთ“.

დღის ბოლომდე გრანდ ლიგაში სხვა ნახევარფინალისტებიც გამოვლინდებიან.



  © SBM, 2016-2024