საგაზაფხულო ლიგაში პლეი-ოფის წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
15 მაისი 2022

საგაზაფხულო ლიგაში პლეი-ოფის წყვილები ცნობილია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიოონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის საგაზაფხულო ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ჯორჯიან მანგანეზმა პირველი გამარჯვება NS Studio-სთან მოიპოვა.  GM-მა მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით 4-1 სძლია და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით ლაშა ჩაკვეტაძე დაეხმარა. ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა ბიბი ფოცხვერაშვილის ანგარშზე.

საგაზაფხულო ლიგას ხალიკ ბანკი სამიდან სამი მოგებით ლიდერობს. „ბანკირებმა“ მესამე ტურის შეხვედრაში უშუალო კონკურენტი „წალენჯიხა“ დაამარცხეს ანაგრიშით 3-1. დავით გეფერიძემ ხალიკი პირველი ტაიმის მიწურულს დააწინაურა. ვაჟა კვარაცხელიამ მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ რამდენიმე წამში თორნირკე ერისთავმა ხალიკი კვლავ წინ გაიყვანა და თამაშის დასრულებამდე დუბლიც გაიფორმა (3-1).

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

სულხან ნიქაბაძე, GM: „ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კომპანიას, ასეთ ორგანიზებულ ტურნირში რომ მიგვაღებინა მონაწილეობა. ჯგუფში მესამე თამაში გვქონდა. მოვიგეთ და ახლა პლეიოფში ვეთამაშებით წალენჯიხის გუნდს. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ძალიან დაძაბული გამოდგა და ჩვენმა შრომამაც შედეგი გამოიღო. მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და იმედია, წარმატებას მივაღწევთ ამ ტურნირზე“.

საგაზაფხულო ლიგის პლეიოფში ჯორჯიან მანგანეზი წალენჯიხას ეთამაშება. ხალიკ ბანკი კი NS Studio-ს შეხვდება.



  © SBM, 2016-2024