2021 წლის სეზონი კროკობეთის ტრიუმფით დასრულდა!

ყველა სიახლე
01 აგვისტო 2021

2021 წლის სეზონი კროკობეთის ტრიუმფით დასრულდა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონი ოქროს ლიგის ფინალით დასრულდა. დასკვნით მატჩში ერთმანეთს კროკობეთი და კავკასიის ავტო იმპორტი დაუპირისპირდნენ. დრამატული შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა და საბოლოოდ ოქროს ლიგის ჩემპიონობა კროკობეთმა მოიპოვა (4-2).

გიორგი ჩიქოვანმა „ბუკმეიკერები“ მეოცე წუთზე ულამაზესი გოლით დააწინაურა. მეორე ნახევარში ლაშა ჯოხაძემ ასევე ეფექტური შესრულებით თამაშში წონასწორობა აღადგინა და მალევე გიორგი მაჩხანელის გოლით CAI წინ გავიდა. ძირითადი დროის ამოწურვამდე ოცი წამით ადრე კროკოს მეკარემ, ზაურ კოტრიკაძემ, ანგარიში გაათანაბრა (2-2). მატჩის ბედი მეორე დამატებითი ტაიმის სტარტმა გადაწყვტიდა, სადაც გიორგი ბერბიჭაშვილმა კროკობეთი კვლავ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში ფინალურ სირენასთან ერთად თეიმურაზ ჯაფარიძემ დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარს:

ზაურ კოტრიკაძე, კროკობეთი (ოქროს ლიგის საუკეთესო მეკარე): „მოწინააღმდეგე გუნდს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ასეთი ლამაზი თამაში შემოგვთავაზა. ემოციებით დატვირთული იყო ეს ყველაფერი, ვერც გადმოვცემ, ისეთი ბედნიერი ვარ. ძალიან დაძაბული იყო ეს შევხედრა თავისი მომენტებით. მაყურებლისთვისაც კარგი სანახავი იქნებოდა. ალბათ, მოვემზადეთ კარგად და ამან განაპირობა ეს შედეგი“.

კროკობეთმა გასულ სეზონში ვერცხლის მედლები მოიპოვა, წელს კი ეს შედეგი გააუმჯობესა და ჩემპიონობა იზეიმა. 



  © SBM, 2016-2024